LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახთან შეხვედრამდე საათები რჩება – პრინცი ჰარი დედის მემორიალის გახსნაზე ლონდონში გაემგზავრა

124
page

სულ მალე პრინცი ჰარი კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე გამოჩნდება. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს, საიდანაც ჰარი ლონდონში მიფრინავს. ცნობილია, რომ ჰარი პრინცი უილიამთან ერთად დედის მემორიალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით დაესწრებიან, სტუმრებს შორის არ იქნება მეგან მარკლი. თავად ღონისძიება კი პრინცესა დაიანას 60 წლის იუბილეს ეძღვნება.

ეს იქნება პრინცი ჰარის პირველი ვიზიტი ოჯახში ქალიშვილის, ლილიბეთის დაბადების შემდეგ. ამჯერად ყველას აინტერესებს, როგორი იქნება პრინცი ჰარისა და პრინცი ჩარლზის შეხვედრის მომენტი, რადგან ცნობილია, რომ მამა-შვილს დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

ცნობილია, რომ სტუმრებს პრინცი უილიამი, ჰარი და ქეით მიდლტონი უმასპინძლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები