LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამედიცინო ბიზნესი” ჩვენი ავადმყოფობით მდიდრდება!”

97

ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში “სამედიცინო ბიზნესთან” დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, მისი მეგობარი ქირურგი გერმანიაში იყო, სადაც კოლეგებს ძალიან გაუკვირდათ, რომ ქართველი ექიმები გამომუშავებაზე მუშაობენ.

გამსახურდია წერს, რომ საქართველოში პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გამდიდრების წყაროდაა ქცეული.

“ჩემი მეგობარი ქირურგი იყო გერმანიაში ცოტა ხნით. იქ უკითხავთ, ხელფასი რამდენი გაქვსო? ამან – რამდენ ოპერაციასაც გავაკეთებო.გაგიჟებულან გერმანელი ექიმები: როგორ, გამომუშავებაზე ხარო? ესე იგი, შენ დაინტერესებული ხარ ბევრი ოპერაცია გააკეთოო? ასე როგორ შეიძლება, ეს რა ქვეყანააო!

არ იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გამდიდრების წყაროდ არის ქცეული. საყოველთაო დაზღვევაში გადაყრილი მილიარდების ნახევარზე მეტიც სწორედ რამოდენიმე კლანის ჯიბეში ილექება. ფაქტობრივად, აწყობთ კიდეც ამდენი სიმსივნე, ამდენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამდენი წამლის დანიშვნა-გაყიდვა. საავადმყოფო, დაზღვევა და აფთიაქი რომ ერთი და იმავე “მარიფათიანი” ხალხის ხელშია, ეს აღარ უთქვამს გერმანელებისთვის, თორემ სულ გადაირეოდნენ.

რეალურად რომ შევხედოთ, “სამედიცინო ბიზნესი” ჩვენი ავადმყოფობით მდიდრდება! აღარ მიკვირს, რომ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დმანისში, ზესტაფონში, ტყიბულში, თბილისში არავინ იღებს ხმას ხელისუფლებიდან… ხოლო ბიზნესი ჩვენთან წმინდა ძროხაა, ხელშეუხებელია, მით უფრო, თუ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი სიცოცხლე ჭირსაც წაუღია…”, – წერს ცოტნე გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები