LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაჯური, რომელიც თქვენს ხელმძღვანელს შეატყობინებს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ

584
-116518410-higher2

სამაჯური, რომელიც თქვენს ბოსს შეატყობინებს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ – სინამდვილეში ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად ნამდვილად არ შექმნილა. მისი საშუალებით თქვენი დამსაქმებელი თქვენს ემოციურ მდგომარეობას გაიგებს.

გაჯეტს, რომელიც სმარტფონს აპლიკაციით უკავშირდება, სულ ორი ღილაკი აქვს  – ყვითელი და ცისფერი. ღილაკების არსი შემდეგშია – თუკი თავს ბედნიერად გრძნობთ ყვითელ ღილაკს აჭერთ, თუკი სევდიანი ხართ, მაშინ ცისფერს ირჩევთ.

სამაჯური იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, ვისი თანამშრომლებიც დისტანიურად, სახლიდან მუშაობენ და დამსაქმებელს მათი განწყობის მონიტორინგი სურს.

მენეჯერებს თანამშრომლებთან ცოცხალი კომუნიკაცია არ შეუძლიათ, ამიტომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მონიტორიდან უნდა აკონტროლონ.

„ბიზნესები ცდილობენ, რომ თავის თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ დაკარგონ. ჩვენი სამაჯურის დახმარებით, მათ შეუძლიათ რომ ერთდროულად 500 ადამიანს კითხონ, თავს როგორ გრძნობ? თანაც ისე, რომ ერთი ზარიც არ განახორციელონ“, – ამბობს კრისტინა კოლმერი, ჭკვიანი სამაჯურის შემქმნელი.

კრისტინას უჩვეულო იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი ქალიშვილი სკოლაში თავს არც თუ ისე კარგად გრძნობდა და დედას მისი განწყობის გაკონტროლება სურდა. განწყობის სამაჯურის იდეა ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა.

სპეციალისტთა შეფასებით, დეპრესია მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში ტრილიონი დოლარი დაუჯდება, რადგან ასეთ დროს პროდუქტიულობა მკვეთრად იკლებს. Covid-19–მა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და კიდევ უფრო მეტი მენტალური პრობლემა გააჩინა. ამიტომ კარგ განწყობაზე ზრუნვა მართლაც ერთ–ერთი პრიორიტეტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები