LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაჯური, რომელიც გადახდის შესაძლებლობას იძლევა – Visa-ს და Bradesco-ს ახალი პროდუქტი

115

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიებმა Visa-მ და Bradesco-მ ახალი პროდუქტი Pulseira Bradesco Visa წარადგინეს. საუბარია პორტატულ ელექტრონულ აქსესუარზე, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომხმარებელს გადახდის  ახალ მეთოდს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” Visa-დან აცნობეს, პირველი ელექტრონული სამაჯური საპილოტედ ბრაზილიაში, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ გაუშვეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროდუქტი უკონტაქტო გადახდების სფეროში ინოვაციაა და ახლო კავშირის ტექნოლოგიის (Near Field Communication-NFC) გამოყენებით მუშაობს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მოდასა და სპორტს, ამარტივებს გადახდას მომხარებლისთვის.

Pulseira Bradesco Visa არის გადახდის ახალი ფორმა, რომელსაც რიოში გულშემატკივრებსა და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებენ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს გადახდა ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შეასრულონ. პორტატიული სამაჯური მხოლოდ ბრაზილიაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება მილიონზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე იქნება შესაძლებელი. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს  ოლიმპიურ პარკში განლაგებული გადახდის 4 ათასი ტერმინალი აღჭურვილი იქნება აღნიშნული ტექნოლოგიით.

„ბრაზილია ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მიესალმება ინოვაციებს. მომხმარებელი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ყოველთვის ეძებს ინოვაციებს, კომფორტსა და ისეთ საშუალებებს, რომელიც მოერგება და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. Bradesco Visa-ს სამაჯური შეესაბამება ამ მოთხოვნებს, გარდაქმნის მომხმარებლის გამოცდილებას და გაამარტივებს გადახდებს“ – განაცხადა ”ვიზა-ბრაზილიის” პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა პერსივალ ჯატობამ.

როგორც კომპნიაში აცხადებენ, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალყური ადევნოს სამაჯურის ოპერაციების ისტორიას, მის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, დაბლოკოს მოწყობილობა ქურდობის ან დაკარგვის შემთხვევაში და შეავსოს ბალანსი თანმხლებ წინასწარი გადახდის ბარათზე.

”სამაჯური მარტივად გამოსაყენებელია. საკმარისია ის მოირგოთ და მიიტანოთ უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან ყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად. პროცესის გასამარტივებლად, 50 ბრაზილიურ რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას არ მოითხოვება PIN-ის გამოყენება. სამაჯური თანამედროვე დიზაინისაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოთი და ის მდგრადია სითხისა და წყლის მიმართ” – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია Visa Inc. (NYSE: V) ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში,  რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს ელექტრონული  გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები