LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამ წლამდე ბავშვების ზღვაზე წაყვანა სასურველი არ არის“ –  ეკა უბერი საზაფხულო აფთიაქზე

2205
ekauberi-summer

როგორი უნდა იყოს სააფთიაქო ჩანთა, როდესაც ბავშვებთან ერთად დასასვენებლად მივიდვართ. ამ თემაზე „იმედის დილაში“ სტუმრობისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ისუაბრა.

კითხვაზე, უნდა გვქონდეს თუ არა თან ბრილიანტის მწვანე და იოდი, პედიატრი პასუხობს, რომ ეს ხსანრები უკვე მოძველებულია და დღეს ბაზარზე უკეთესი ალტერნტივა არსებობს:

„ამერიკისა და ევროპის ბაზარზე  ბრილინტის მწვანესა და  იოდის ანალოგები არ მოიძებნება, რადგანაც არსებობს უკეთესი ანტისეპტიკური ხსნარები. მსოფლიომ გაცილებით გაუმჯობესებული ვარიანტები შემოგვთავზა და ჩაანაცვლა ეს პრეპარატები. ისინი საქათველოშიც იყიდება და ძალიან კარგად ამუშავებს ჭრილობას. პირველი დახმარებ კი ჭრილობისას გახლავთ წყალი და საპონი. საპნიანი წყლით ჭრილობის ჩამობანვა პირველი და აუცილებელი დახმარებაა.

ზოგადად,  მზე და ზაფხული ასოცირებულია ზღვასთან და დასვენებასთან. მზეს ბევრი სიკეთეები აქვს, პირველ რიგში ის ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს და ეს კარგ ხასიათზე გვაყენებს, დეპრესიისგან გვიცავს, მაგრამ აქ გასათვალისწინებლია ერთი რამ. სამ წლამდე ბავშვების ზღვაზე წაყვანა სასურველი არ არის, რადგან უსაფრთხოების ზომები დაუცველია. პრიველ რიგში ესაა დამწვრობა, სითბური და მზის დარტყმა და დეჰიდრადაცია ანუ გაუწყლოვნება. ამის რისკი ადრეული ასაკის ბავშვებში ძალიან მაღალია. ზღვაზე ბავშვი მუდამ ჩრდილქვეშ უნდა იყოს, 10-დან 6 საათამდე. 10-მდე შესაძლებელია გავიყვანოთ სანაპიროზე, ისიც მზისგან დამცავი საცხებით, ფარფლებიანი ქუდით, გრძელმკლავიანი ტანისამოსით. პირველი გადაუდებელი საშუალება კი არის წყალი ან ელექტროლიტური ხსნარი. თუ გარემოს ტენიანობა მაღალია, ის 3 ან 5 წუთში ერთხელ უნდა შევთავაზოთ. ამ დროს სითბური დარტყმის რისკი გაცილებით მაღალია და შესაბამისად, იზრდება გაუწყლოვნების რისკიც.

სააფთიაქო ჩანთაში აუცილებლად უნდა გვქონდეს არა მხოლოდ დიარეის საწინააღმდეგო, არამედ გაუწყლოვნების საწინააღმდეგო წყალი და ელექტროლიტური ხსნარი. მეორე პრეპარატი, რომელიც უდნა იყოს სააფთიაქო ჩანთაში, ეს გახლავთ პრობიოტიკები. ეგრეთ წოდებული მეგობარი ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმს საკვების მონელებაში ეხმარება. დიარეის დროს ის აუცილებელია. აქვე გახსოვდეთ, რომ ბავშვი არასოდეს გაიყვანოთ გარეთ დამწვრობის საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური საცხების გარეშე. თუ ულტრაიისფერი ფაქტორის დონე 2 ან 3 ია, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა იყოს დაცული მზისგან, იმისდა მიუხედავად, მთაშია ის თუ ზღვაზე.

რაც ეხება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, უმჯობესია, ახალი პროდუქტი არ დააგემოვნებინოთ ბავშვს უცხო გარემოში. აკლიმატიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი მაღალია. ეს პრეპარატები გამოდგება მწერის ნაკბენების დროს, თუ ბავშვი ალერგიულია  და შესაძლოა, მას ნაკბენზე რეაქცია ჰქონდეს.

თან უნდა გვქონდეს სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ სიცხის დროს, არამედ როგორ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები ორივე შემთხვევაში გამოიყენება. ეს პრეპარატები ნორმალურ სხეულის ტემპერატურას ქვევით არ აგდებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები