LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილთან ერთად სალობიეში მყოფი ქალბატონი, რომელსაც მონა უძახეს, გულანთებული ქართველი ემიგრანტია – გიორგი კალანდიას პოსტი 

1092
page
გიორგი კალანდია სალომე ზურაბიშვილთან ერთად სალობიე „ბიაში“ მყოფ ქალბატონზე წერს, რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ელენ კარერი უწოდეს, თუმცა რეალურად მისი სახელია ლია ვოდე-გოგიტიძე, რომელიც ქართველი ემიგრანტი გახლავთ და არაერთი ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრებია საქართველოსთვის.
გთავაზობთ გიორგი კალანდიას პოსტს:

„ლია ვოდე- გოგიტიძე და არა ელენ კარერი! ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ… აი, კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი…

მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლია ვოდე-გოგიტიძე, პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის, გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი, ეს ის ლია ვოდე გოგიტიძეა, რომელმაც შარშანწინ საქართველოს სიმინოკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული. იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან… დიახ, ეს ლია ვოდეა და არა ელენ კარერი, რომლადაც შერაცხეს სკანდალებს გამოკიდებულმა საინფორმაციო საშუალებებმა, ლია ვოდე ძვირფასი ქალბატონია, ჩემი მეგობარია, გულანთებული ქართველია და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც სტუმრად დაპატიჟებულს წუხელი მონა და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს, რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი საქართველო… ქალბატონ ლიას კი ზუსტად ვიცი ისტორიული სამშობლოს სიყვარული წუთითაც არ გაუნელდება“. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები