LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა და შეთანხმებას ისტორიული მომენტი უწოდა

96
unnamed

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვან შეთანხმებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს ისტორიული დღეა! კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვანი შეთანხმება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რითიც ევროკავშირმა მსოფლიოს სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი გვიჩვენა.

ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა.

ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი და პარტნიორია”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები