LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება

121
1516368871

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება. ამის შესახებ “ენმ”–ის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა.

„სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარსდგება. პარლამენტში პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენება იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები