LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

119
salome-0

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება სახელწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

ვიდეო: არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

მუსიკა მაშინ ჩაირთო, როდესაც თალაკვაძე რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

“საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – “თავისუფლების ქარტია”, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წლიური ანგარიშის წარადგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა, ელენე ხოშტარიამ საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა. “ევროპული საქართველოს” ლიდერს პლენარული სხდომა მანდატურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.

პროტესტი თუ ისტორიის შეურაცხყოფა – სასოწარკვეთილმა დიასახლისებმა პარლამენტარებს საბჭოთა ჰიმნი მოასმენინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები