LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია

161
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთული იქნება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში განაცხადა და უპასუხა კითხვას – “ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”.

“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები