LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

120
სალომე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ელემენტების დაცვით შესაძლებელია გლობალური გამოწვევების მართვა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიამ გამოავლინა და გააღრმავა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ხარვეზები – გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები, რომლებიც მისივე შეფასებით, არ არის სათანადოდ აღრიცხული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტიანი რეაგირება. მან ასევე ისაუბრა იმ რისკებისა და დამატებითი ჰუმანიტარული დანაკარგების შესახებ, რომელიც პანდემიის დროს ოკუპაციით იყო გამოწვეული.

“ვუყურებთ რა მომავალს, ვიცით თუ რას შევეგუოთ და რა უნდა შევცვალოთ:

1. ეკონომიკისა და ზრდის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი ბალანსი ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალური უნარების, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიცირებას შორის. ჩვენ უსაფრთხო ტურიზმის განსავითარებლად ვსახავთ სტრატეგიას, საფუძველს ვუყრით ახალ ინდუსტრიებს მწვანე ეკონომიკასთან ერთად, რაც დაფუძნებულია ბიომრავალფეროვნებაზე.

2. როგორც პატარა, მოძრავი და ისტორიულად გამძლე ქვეყანა, ჩვენ ვფლობთ, როგორც სივრცეს ასევე, რესურსებს იმისათვის, რათა გავხდეთ ლაბორატორია ახალი მოდელების შესამოწმებლად. გლობალური შეფერხებები პატარა ქვეყნებისთვის ახალ გასასვლელებს ქმნიან, რათა მოხდეს მათი ჩართულობა მეწარმეობაში და მიწოდების ჯაჭვში.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მიღება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, მეტი სოლიდარობაა საჭირო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი მრავალმხრივობის განახლების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

“ჩვენ უფრო მეტი სოლიდარობა გვჭირდება რეგიონალურ დონეზე, რადგან საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა უფრო ძლიერი ევროპისკენ. მრავალმხრივი მხარდაჭერის გამოვლინებისათვის საჭირო იქნება ახალი ინსტრუმენტების მოძიება, რათა წაახალისოს გლობალური ეკონომიკა. საჭიროა ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომები სესხის საკითხების გადასაჭრელად. ახლა უნდა გადაწყდეს ინოვაციური დაფინანსების საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები