LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე შარვაძე კოვიდით დაინფიცირდა: „ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, ბოლოჯერ ვსუნთქავდი…“

371
salomesharvadzenews

მსახიობ სალომე შარვაძეს კოვიდი დაუდასტურდა, დადასტურებიდან და სიმპტომების გამოვლენიდან მისთვის მეექვსე დღეა. სალომე მიმართავს გამომწერებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ვაქცინას გაიკეთებს ადამიანი…

სალომე შარვაძე:

„გუშინ იყო მეხუთე დღე და ძალიან ცუდად ვიყავი. მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი. რა ხდებოდა ჩემს თავს, არ ვიცი. ავყევი პანიკას. ხელები, ფეხები დამიბუჟდა, ყურები დამიგუბდა, თავის ძალიან ძლიერი ტკივილი მქონდა. ყველაზე საგანგაშო იყო ის, როცა გული მიგდის, ვერ გრძნობ საერთოდ, სად ხარ და რას შვები. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი. მივხვდი, რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თავს და რაც მთავარია, ვინც არ ხართ აცრილები, სასწრაფო წესით უნდა გაიკეთოთ აცრა. ჩემ შემთხვევაში იმიტომ არ ვიყავი აცრილი, როცა პირველად დავრეგისტრირდი, შემავსებინეს კითხვარი, რადგან ალერგიული ვარ, უნდა გამეკეთებინა გამოკვლევა და შემდეგ ამცრიდნენ. გადავდე, ხვალ მივალ, ზეგ მივალ… ბიძინა კულუმბეგოვთან რომ მივედი ანალიზებზე, სანამ პასუხები იქნებოდა, მანამდე დავინფიცირდი. ვისაც ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა, ძალიან კარგად დაიცვა ისინი, რაც ძალიან მიხარია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები