LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილმა თავისი ექვსდღიანი დიეტით უკვე 7 კგ. დაიკლო

775

სალომე გოგიაშვილმა ახალხან სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შვიდი კილოგრამი აქვს დაკლებული. როგორც მისგან შევიტყვეთ, ის თავის ცნობილ დიეტას მიმართავს, რომელიც 6-დღიანია და 4,5 კგ-ს აკლებინებს, მაგრამ სალომემ მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა და მესამე კვირაა, ზედმეტ კილოგრამებს სწორედ ამ გზით ემშვიდობება.

სალომე გოგიაშვილი:

უკვე მესამე კვირაა, ჩემს ექვსდღიან დიეტაზე ვარ.

პირველი დღე – 6 ცალი მოხარშული კვერცხი

მეორე დღე – უცხიმო ხაჭო, 500 გრ.

მესამე დღე – მოხარშული ქათმის ფილე, 750 გრ.

მეოთხე დღე – მოხარშული ბრინჯი, 200 გრ.

მეხუთე დღე – მოხარშული კარტოფილი, ექვსი ცალი

მეექვსე დღე – ვაშლი, რამდენიც გსურთ

დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ ყავა და კეფირი, როცა გინდათ.

ასეთ დიეტას რომ აკეთებ, ექიმს არ მიმართავ ხოლმე კონსულტაციისთვის?

არა, რატომ უნდა მივმართო? ჩემს ორგანიზმს სხვა არაფერი სჭირდა, გარდა იმისა, რომ ვსუქდები (იცინის). ამ ბოლო დროს ძალიან მოვიმატე და ამ ექვსდღიანი დიეტის საშუალებით გადავწყვიტე გახდომა. უკვე 7 კგ. დავიკელი და დიეტას ვაგრძელებ, ძალიან ეფექტურია. ახლა 55 კგ. ვარ და კიდევ მინდა რამდენიმე კილოს მოკლება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები