LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს“ – ზაზა თელია საგანგაშო სტატისტიკის შესახებ წერს

2263
zaza-telia-news22324

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საკვები დანამატების, რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტებისა და ვიტამინების უკონტროლო მოხმარების შესახებ წერს. ექიმის მტკიცებით, არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რიომ მათი დანიშნულებისა და საჭიროების გარეშე მიღება, ერთიორად ზრდის სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს.

„ფორტუნა“ ზაზა თელიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები – არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი

დღეისათვის საზოგადოებაში ძალზედ პოპულარულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატები, მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები, რომლებსაც მოსახლეობა სისტემატიურად მოიხმარს ხშირად რჩევით და/ან ექიმის დანიშნულებით.
სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება. მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში.

ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს. ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.
არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში – 80%; ვიტამინები – 54%; მცენარეული მედიკამენტები – 48%.
ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია – 79%; წონის კლების პროდუქცია – 72%; ენერგეტიკები – 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია – 51%.

2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს).

აქედან გამომდინარე სანამ რომელიმე ჩვენთაგანი გადაწყვეტს ვინმეს რჩევით ან ექიმის დანიშნულებით ან ფარმაცევტის რჩევით მიიღოს კონკრეტული დანამატი, ვიტამინი, თუ მცენარეული მედიკამენტი აუცილებლად დასვას რამოდენიმე შეკითხვა და მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი:
1. თუ ლაბორატორიულად ან ჩივილების მხრივ არ არის დადასტურებული კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი, საჭიროა თუ არა მისი დანამატის სახით მიღება? (როგორც ვიტამინების დეფიციტი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე მისი მომატება ორგანიზმში (ჰიპერვიტამინოზი) იწვევს ტოქსიკოზს)
2. რამდენად ეფექტურია დანამატების მიღება და არსებობს თუ არა ამის სარწმუნი მტკიცებულება, მიღებული მაღალი ხარისხის კვლევების დასკვნით?
3. უსაფრთხოა თუ არა? ანუ დარწმუნებით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეტიკეტირება ასახავს რეალურ შემადგენლობას?

ამას ემატება ერთი ფაქტორი, პროფესიონალ სპორტსმენებში, კერძოდ რისკი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნისა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ პროდუქციის რეგულაცია/შემოწმება სამწუხაროდ არ ხდება, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც აშშ-ია.
მრავალი ფაქტია დაფიქსირებული სპორტში როდესაც სპორტსმენი მოიხმარდა სხვადსხვა სახის საკვებ დანამატს და ის დოპინგზე ჩავარდა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები