LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარი თავის და ბედნიერების ძიებაში – 5 საუკეთესო ფილმი

993
happy-movies-ladys

გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს ქალბატონებზე, რომლებიც საკუთარი თავის, ბედნიერების ძიებაში შეძენილ გამოცდილებას უზიარებენ მაყურებელს.

„ველური“ (Wild, 2014) – დრამა რიზ უაიზერსპუნის მონაწილეობით შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელიც წარმარტებით გადაიტანა ეკრანზე „დიდი პატარა ტყუილების“ რეჟისორმა ჟან-მარკ ვალემ. ფილმი ახალგაზრდა ქალზე  მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც საკუთარ თავში გარკვევის მეტად ორიგინალურ გზას ირჩევს და მარტო მიემგზავრება სამოგზაუროდ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტით.

„საყვარელი ფრენსისი Frances Ha, 2013) – 27 წლის უმუშევარი ფრენსის ისტორიამ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, კრიტიკოსებმა კი, ფილმის რეჟისორს ნოი ბაუმბაჰს ახალი ვუდი ალენი უწოდეს, რადგან ფილმი მდიდარია ალენისეული ფილოსოფიური მსჯელობით და ირონიული ციტატებით.

„ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ (Eat, Pray, Love, 2010) – მარტალია, ელიზაბეტ გილბერტის ავტობიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი (ჯულია რობერტსის შესრულებით) საკმაოდ გვიან ხვდება, რომ არასწორად ცხოვრობს, მაგრამ გულს მაინც არ იტეხს და განქორწინების შემდეგ მსოფლიო მოგზაურობას აწყობს, საკუთარი თავის მოსაძიებლად და სულიერი ბალანსის აღსადგენად.

„ჯოი“ (Joy, 2016) – ჯოი მანგანოს ცხოვრებაზე შექმნილმა ფილმმა ამერიკელი მაყურებლი აღაფრთოვანა, რადგან მარტოხელა დედის ისტორიამ, რომელმაც დამოუკიდებლად შექმნა საკუთარი ბიზნესიმპერია განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით აღმოჩნდა, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ ნომინაცია.

„ჯული და ჯულია“ (Julie & Julia, 2009) – კომედიური დრამა მერილ სტრიპისა და ემი ადამსის მონაწილეობით ორი ქალის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მთავარი საკუთარ თავში გარკვევა და იმ საყვარელი საქმის კეთებაა, რომელსაც ბედნიერება, ყველაზე დიდი სიამოვნება მოაქვს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები