LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ შვილებზე ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში დედა დააკავეს (ვიდეო)

258
1234

ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დააკავეს მშობელი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, ასევე, ფოტოგადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ დედის ბრალეულობა დადასტურდა.

ტრეფიკინგში ბრალდებული მშობლის დაკავება გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ  მშობელი არასრულწლოვან შვილებს,  ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/479860889288407/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები