LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

89
cesko

საქართველოს სამ რეგიონში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნები, შვიდივე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გუნდის გამარჯვებით დასრულდა. შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატებს, კონკუტენტი მხოლოდ ლაგოდეხში, აფენის თემში ჰყავდა. ადიგენსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში, მმართველი გუნდი, კონკურენტის გარეშე იყო წარმოდგენილი.

შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ისინი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურების გამოყენებასა და წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ საუბრობენ. 

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნების დღემ ყველა საარჩევნო უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს შეეძლოთ, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება. ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები შვიდ საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

“ქართული ოცნების” კანდიდატებმა, წარმატება მხარდამჭერებთან ერთად წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე იზეიმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები