LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკოორინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – რა შეზღუდვები იხსნება 4 ოქტომბრიდან

132
1

4 ოქტომბრიდან ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

4 ოქტომბრიდან:

?  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება;

? 4 ოქტომბრიდანვე, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და გასართობი ცენტრები;

ამასთან, ძალაში რჩება არსებული რეგულაციები, მათ შორის:

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ.

შეგახსენებთ, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 31 აგვისტოს გამოცხადდა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში განახლდებოდა, ხოლო 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში.

ასევე აღინიშნა, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში დაიწყებოდა, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნებოდა.