LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონტროლო შესყიდვებისა და ფარული ჩაწერის შემდეგ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

58
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის 1969 და 1966 წელს დაბადებული ძმები დააკავეს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი
ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის  ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები,”- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები