LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო

96
giguashviliamiran23

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო.  ადვოკატის ცნობიტ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით. საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები