LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკმაოდ ტენდენციური იყო ამომჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები” – “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო დარღვევებზე

95
1125541e99403cdbaee18fc8df6e8c63aedf8d38

წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რადიო ფორტუნას გადაცემაში “დღის თემა” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე რიჟამაძემ ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, გასული წლების მსგავსად, დარღვევები წელსაც მრავალფეროვანია, თუმცა ელენე რიჟამაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიის ფონზე ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა.

“ჩვენ 1-ლი ივნისიდან ვახორციელებთ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. საკმაოდ მრავალფეროვანი დარღვევები იყო. პირველ ეტაპზე, საკმაოდ ტენდენციური იყო ამომჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ გარდა იმისა, რომ ამ ტიპის დარღვევები კვლავ გაგრძელდა, ასევე ძალიან გაიზარდა ფიზიკური ძალადობის და ზეწოლა-მუქარის შემთხვევები.

ძირითადად, უმეტესობა ამ დარღვევებისა მიმართული არის ოპოზიციური პატიების წინააღმდეგ. როდესაც ვსაუბრობთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, აქ ყოველთვის დარღვევა ჩადენილია სახელისუფლებო პარტიის მხრიდან.

პრობლემას წარმოადგენდა ასევე საჯარო მოხელეების ჩართულობა კამპანიაში, მმართველი გუნდის სასარგებლოდ. სისტემატურად გვესმის, რომ სკოლის, ბაღების მასწავლებლები, დირექტორები  იღებენ მონაწილეობას ამ კამპანიაში. ეს მასიურ ხასიათს ატარებს და კითხვის ნიშნები ჩნდება.

სამწუხაროდ, აღნიშნული დარღვევების ასეთი ტენდენცია ამ არჩევნებზეც შეინიშნება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე ახალი ტენდენციაც ჩამოყალიბდა.

“კონკრეტულად პანდემიასთან არის დაკავშირებული, როდესაც ხელისუფლების მხრიდან მოხდა სოციალური პროექტების ინიცირება, რაც ერთი მხრივ გასაგებია, რომ მოსახლეობას დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს შეიძლება შევაფასოთ მეორე მხრივ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა,”-განაცხადა ელენე რიჟამაძემ “ფორტუნას” ეთერში.

700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური Facebook გვერდი გაანალიზდა – რა დადგინდა “სამართლიანი არჩევნების”კვლევით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები