LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ საამაყო ციფრებით ვაჯამებთ ურთულეს 2021 წელს, შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები – მარიამ ქვრივიშვილი

71
67878687

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი 2021 წელს აჯამებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გასული წლის რიცხვები საკმაოდ საამაყოა.

„ესეც ასე, საკმაოდ საამაყო ციფრებით ვაჯამებთ ურთულეს და გამოწვევებით სავსე 2021 წელს. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ კოვიდ-პანდემიის ეფექტი, არამედ ის ფაქტიც, რომ თითქმის ორი წელია, ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი შიდა რეგულაციების გამო დაკეტილია (ამ ორი ქვეყნის წილი ჯამურ სტატისტიკაში კი, 2019 წელს 40% აღწევდა).

შესაბამისად, ჩვენ გვიწევდა არა მხოლოდ კოვიდ-პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ, ტურიზმის აღდგენა, არამედ 40% დანაკლისით, შემოსავლებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა.

ბუნევრივია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორი სრულად დამოკიდებული გახდა ავიაციის სიძლიერეზე, რადგან საჰაერო გადაზიდვები გახდა მთავარი გზა ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის. ჩვენმა გუნდმა უდიდესი რესურსი ჩადო ავიაციის სექტორის გაძლიერებაში. სწორი სტრატეგიით, მოლაპარაკებებით, პროაქტიულობითა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით – 2021 წელს, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანად დასახელდა Eurocontrol-ის მიერ, ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ყველაზე სწრაფი დინამიკით –  2019 წელთან შედარებით აღდგენილია 93%!

შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, პირდაპირი მიმართულებები აღვადგინეთ 100%-ით, ხოლო სიხშირეები – 85%!

ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2021 წელს ასეთია:

? 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,244,941,717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

✅ 2020 წელთან შედარებით 130 % ზრდა, 2019 წლის მონაცემის 38% აღდგენა

? 1,881,271 საერთაშორისო მოგზაური

✅ 2020 წელთან შედარებით ზრდა +7.7%, 2019 წლის მონაცემის 20% აღდგენა

? 1,577,463 საერთაშორისო ტურისტი

✅ 2020 წელთან შედარებით ზრდა +45.1%, 2019 წლის მონაცემის 31% აღდგენა

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შეტანილი წვლილისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ყველა საჯარო მოხელეს და რა თქმა უნდა,  ჩვენს ძალიან ძლიერ კერძო სექტორს! გამოწვევები კვლავ ძალიან ბევრია, მისაღწევი შედეგების მოლოდინები კი კიდევ უფრო მეტი! დარწმუნებული ვარ, ერთად მუშაობით 2022 წელი წარმატების, კეთილდღეობისა და ძალიან ბევრი ტურისტის წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები