LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში შეპარულ დათვს კარადაში ჩაეძინა

93
_107498865_c36c7df4-3241-4938-8150-29adc8c4cb09

აშშ-ში, მონტანას შტატში, ერთ-ერთ სახლში დათვი აღმოაჩინეს, რომელიც იქ შეუმჩნევლად შეიპარა და ტანსაცმლის გარდერობში დაეძინა.

პოლიციის თქმით, ცხოველს ეძინა, როდესაც ისინი ფანჯარას უბრახუნებდნენ და მის გაღვიძებას ცდილობდნენ.

საბოლოოდ კი გადაწყდა, დათვი ისევ დაეძინებინათ ტრანკვილიზატორით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეყვანათ სახლიდან.

პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, უსაფრთხოებისთვის სახლის კარი დაეკეტათ, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დათვები ადამიანების საცხოვრებლებში შევიდნენ.

მათივე თქმით, დაუპატიჟებელმა სტუმარმა როგორღაც მოახერხა სახლში შეღწევა და შიგნიდან კარის დაკეტვაც არ დავიწყებია.

როგორც ჩანს, ცხოველი საკმაოდ დაღლილი იყო და გადაწყვიტა, რომ კარადაში არაჩვეულებრივ ბუნაგია მისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები