LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახით მიწაზე თრევას გვიპირებს“ – ჟირინოვსკი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

3656
Untitled design - 2022-02-22T183637.679

ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს. ამის შესახებ განცხადება ჟირინოვსკის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ინფორმაციას  lenta.ru ავრცელებს.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს, რადგანაც

„დასავლეთი რუსეთის სახით მიწაზე თრევას აპირებს“.

ჟირინოვსკი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.

„ახლა საქმე ეხება რუსეთის შენარჩუნებას, საუბარია იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში, ვიცხოვრებთ, რამდენად თავისუფლები ვიქნებით, შევწყვეტთ თუ არა მუდმივი სტაგნაციის პროცესს, როდესაც ყოველწლიურად სულ ახალ და ახალ სანქციებს გვიწესებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და სახით მიწაზე გვათრევენ“, – წერს ჟირინოვსკი.

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია – ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს: ვლადიმერ პუტინი

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები