LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს სირცხვილია, რაც ხდება – ელენე ხოშტარია სააკაშვილზე

75
Elene-Khoshtaria-2

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია და დაუშვებელია სიმპათია-ანტიპათიამდე დაიყვანო ის, რაც მესამე პრეზიდენტის გარშემო ხდება.

მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს სირცხვილია.

“წარმოუდგენელია და დაუშვებელი სიმპატია-ანტიპატიამდე დაიყვანო ის, რაც მესამე პრეზიდენტის გარშემო ხდება. ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მთავრობა ღიად და დემონსტრაციულად ჩადის დანაშაულებს, ღვარძლის, სიძულვილის, დევნის, რევანშის, ძალადობის გარდა სათქმელი არაფერი აქვს მიტაცებულ სახელმწიფოში ოცნებას და ამ დროს, ჩვენ, მძიმე ისტორიის მქონე ხალხი, ვმარჩიელობთ, მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი რა კონდიციაშია. სახელმწიფოს სირცხვილია, რაც ხდება”,- წერს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები