LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი ცაგერში – ბრალდებულმა ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, იაფფასიანი ჯიშის მცენარეები დარგო

87
1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს.

საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი იაფფასიანი ჯიშის მცენარეებით მოაწყო.

ამის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანა ყალბი მონაცემები დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.

გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული.

გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 – მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები