LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის გასახსნელად

97
Untitled design (6)

“დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა.” – სახალხო დამცველის აპარატი მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო

როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადმოსვლის საშუალება მიეცა.

თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, გადმოსვლის მსურველ ადამიანებს სირთულეებს უქმნის ასევე 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.” – წერია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც:

“როდესაც ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს . ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.” – აღნიშნნულია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად და ასევე კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესების გაუქმების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქვე:

ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, პირველ რიგში, კარანტინის წესია შესაცვლელი: კაპანაძე ენგურის გადმოკვეთისას გარდაცვლილ მოქალაქეებზე

პოპულალურები