LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკაცით მომიყვანეს, გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა… ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი? არა – ნიკა გვარამია

2993
BeFunky-collage (2)

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ დეკანოზი ხელისუფლების მძევალია. მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა მთელი საუბარი და თან ერცხვინებოდა ამ ცრემლის. მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ აქამდე. სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე საუკუნეში?! ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი? არა და არა”- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე – მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის თხოვნით არ შეიწყალა: თორნიკე მამალაძე

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის" - თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდის შუამდგომლობის მიუხედავად, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი არ შეიწყალა.გადაწყვეტილების მიზეზად მოსახლეობის სიმშვიდის უზრუნველყოფა და შესაწყალებლად საჭირო არგუმენტების არარსებობა დასახელდა.

ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა: სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები