LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება გახარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

118
konstantindi434

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის დარბევის დღეს, პარლამენტის შენობაში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. 

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი - გიორგი გახარია

იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა

ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება პირველად მოისმინა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

 

პოპულალურები