LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 15%-ით შეგვიმცირდა

56
global

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები