LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

93
IMG-8202

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე.

ვადის საკითხს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ განიხილავენ. კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ პირობით დაუჭირეს.