LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების რაოდენობამ 26 მილიონს გადააჭარბა

130
ჯარიმა 26

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ  26 463 000 ლარს გადააჭარბა.

საგანგებო მდგომარეობის დროს სულ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

მათ შორის:

თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;

მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა – დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;

მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;

3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა –  დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;

კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება –  დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;

იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;

ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი –  დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენდა, იურიდიული შემთხვევაში კი – 15 000 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები