ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების შემთხვევაში მოხდა – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს.

როგორც ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა უწყებებმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ, რათა “ტვ პირველმა” შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება.

,,ტვ პირველი”პირდაპირ ეთერში გავიდა – რამ გამოიწვია არხის პარალიზება? [ვიდეო]

“ტელეკომპანია პირველის” ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება”, – წერია განცხადებაში.

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები