LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი იწვის

280
arde-la-catedral-de-nantes-en-francia-autoridades-sospechan-que-incendio-fue-provocado-foto-twitter

საფრანგეთში, ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი იწვის. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 6 სახანძრო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე მონაწილეობს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ცნობისათვის, ეს ხანძარი ტაძრისთვის პირველი არ არის. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის აღდგენამდე ტაძარი 3 წლის განმავლობაში დახურული იყო.

წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები