LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები რუსეთს ყირიმში ქვედანაყოფების შემცირებისკენ მოუწოდებენ 

138
Ukraine
უკრაინის საზღვართან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო 24 საათში 6-ჯერ დაირღვა.

რუსეთის სამხედრო აქტივობების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა და ანგელა მერკელთან ერთად უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენები განიხილა. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო და რუსეთს მოუწოდეს ვითარების დეესკალაციის მიზნით ქვედანაყოფების შემცირებისკენ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერას მოისმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები