LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, მაგრამ ქეიფი საჭირო არ არის: იმნაძე

89
PAATA IMNADZE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პრობლემას ვერ ხედავს, რომ მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავზე გავიდნენ.

თუმცა, დასძენს, რომ საფლავებზე ქეიფი საჭირო არ არის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები