LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ქართველ სპეციალისტებს კიევისა და ბელარუსის გამოცდილება გაუზიარეს

85

თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს.

როგორც ფორუმის ორგანიზატორი კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ”ფორტუნას” აცნობა, ფორუმი სესიებად არის დაყოფილი. შესაბამის სესიებზე სპეციალისტები განიხილავენ: სატრანსპორტო მოძრაობის სფეროში არსებულ ინოვაციებს; სხვადასხვა ქალაქების სატრანსპორტო მოდელებს; თბილისის გეგმასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს; მოძრაობის უსაფრთხოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

”ფორუმზე გერმანული კომპანიის უკრაინულმა ფილიალმა კიევისა და ბელარუსის სატრანსპორტო მოდელები წარმოადგინეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი პრეზენტაცია წარადგინა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებენ და რომლებიც დაგეგმილია მომავალში”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ღონისძიებაზე ასევე, ცალკე სესია დაეთმო ბათუმის სატრანსპორტო განვითარების საკითხებს.
დღის ბოლოს, ფორუმზე სატრანსპორტო შიდამეურნეობების შესახებ კვლევის პრეზენტაციაც გაიმართება. კვლევის შედეგად, 4 000-მდე ადამიანია გამოკითხული.

ეს პირველი დიდი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც თბილისში იმართება. ფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიება ყოველწლიური გახდება. მომავალ წელს ფორუმი სავარაუდოდ, ბათუმში გაიმართება.

პოპულალურები