კანის კინოფესტივალს ყოველთვის შორს ეჭირა თავი პოლიტიკისგან თუმცა, წელს გვერდი ვერ აუარა გლობალურ პრობლემებს და მიხეილ ჰანეკეს, ფატიჰ აკანის, ვანესა რედგრეივისა და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს საემიგრაციო კრიზისზე შექმნილ ფილმებთან ერთად, ფრანგი დოკუმენტალისტის, 91 წლის კლოდ ლინცმანის ჩრდილოეთ კორეაზე გადაღებული “ნაპალმი”, ბონი კოენის და ჯონ შენკის ეკოლოგიური ფილმი”მოუხერხებელი სიქველი” და დრამა “გულის 120 დარტყმა წუთში” შეიტანა პროგრამაში, რომელიც რეჟისორმა რობინ კამპილომ შიდსის თემას მიუძღვნა.
კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, 17 მაისს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში უამრავ სიახლეს შესთავაზებს კინოს მოყვარულებს.

მსგავსი თემები