LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საეკლესიო წირვა ჩაფხუტებით – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველი მსახურება ჩატარდება

243
pirveli tsirva

პარიზში, ნოტრ-დამის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველი მსახურება 15 ივნისს, შაბათს შესრულდება. პარიზის მთავარეპისკოპოსის ფილიპ მარსეს ინფორმაციით, დამსწრე ადამიაბთა რიცხვი მკაცრად შეზღუდულია. მისი თქმით, ტაძარში ვერც ჟურნალისტები მოხვდებიან.

„ეს შეუძლებელია. ტაძარში მყოფებს ჩაფხუტები ეფარებათ. ტაძარში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხი იქნება დაშვებული“ . – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მისივე ინფორმაციით, ლოცვა ტაძრის გარეთაც ჩატარდება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. პირველი მსახურებისას, საკურთხევლის კურთხევა მოხდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები