LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო დღეებში, საკვებითა და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია 1200-მდე ადამიანმა მიიღო

102
12

საქართველოში, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ალკოჰოლითა და კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.

როგორც “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, 2-დან 4-მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.

აღნიშნული შემთხვევები ასე გადანაწილდა:

თბილისი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მიიღო 281 პაციენტმა, 226-ის შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.

საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას მიმართა 504-მა ადამიანმა, აქედან 432 შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.

რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, 2-4 მაისის ჩათვლით, კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო 411-მა პირმა, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 194 ადამიანი.

თბილისში კვებითი ინტოქსიკაციით დახმარება გამოიძახა 121-მა პირმა, ჰოსპიტალიზაცია დასწირდა 27 ადამიანს.

საქართველოს სხვა რეგიონებში 290 პაციენტმა მიიღო აღნიშნული ინტოქსიკაცია, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 167 პირს.