LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაზღვევოსგან ფულის მიღების მიზნით პირმა მანქანა მეგობრის ავტოფარეხში გადამალა

176
მანქანის გადამალვა

ავტომობილის მფლობელმა სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს. ინფორმაციას შსს ავრელებს.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, 12 სექტემბერს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ადასტურებს, “ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები