LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაზღვევი კომპანიების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა

81

2016 წელი საქართველოს სადაზღვევო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 18,86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წელს სადაზღვევო ბაზრის მოგება 2.63 მილიონი ლარი იყო.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადაზღვევო პოლისების რაოდენობაც. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში პოლისების რაოდენობა შეადგენდა 1 389 431 ერთეულს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 2 251 623 ერთეულს. ჯანმრთელობის დაცვის პოლისების რაოდენობა 533 471–დან 543 257 ერთეულამდე გაიზარდა, ქონების დაზღვევის პოლისების კი 84 792–დან 141 169 ერთეულამდე.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიების რაოდენობაც.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე 14 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. გუშინ ამ ბიზნესს კიდევ ერთი ახალი მოთამაშე შეემატა. ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” (“Global Benefits Georgia”), რომელმა ოპერირება მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები