LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც ნახავთ ამ წარწერას, გააღეთ კარები და შემოდით. მე, ყველასი ვარ და ვიქნები! – ნანუკა ჟორჟოლიანი

208
BeFunky-collage (1)

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მისი ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მან უკვე გახსნა საარჩევნო შტაბი.

ნანუკა ჟორჟოლიანი ყველას მოუწოდებს მივიდნენ მასთან და იმ პრობლემებზე ესაუბრონ, რაც რეგიონსა და მათ აწუხებთ.

“სამტრედიაში, ვანში, ხონში, წყალტუბოში სადაც ნახავთ ამ წარწერას, გააღეთ კარები და შემოდით. მნიშვნელობა არ აქვს ვისი ამომრჩეველი იყავით და ხართ, იცოდეთ რომ ეს სივრცე ნებისმიერ შემთხვევაში თქვენია. მე, ყველასი ვარ და ვიქნები! მოდით ჩემთან, მითხარით რა გიჭირთ, რა გილხინთ, რა მოგწონთ, რა არა, რა შემიძლია თქვენს ცხოვრებაში შევცვალო. ახალგაზრდებო, იცოდეთ ძალიან გელოდებით.

მიშამ დამანახა, რომ ახლა რიგითების დროა: ნანუკა ჟორჟოლიანი

მარტო ჩამოვედი წყალტუბოში. ჩემს ერთ მეგობართან ერთად იმიტომ რომ ჩემი გუნდი უნდა იყოთ თქვენ, ადგილობრივი მაგარი ბავშვები.

თუ შემთხვევით სოფელში გასული დაგხვდებით და ასეც იქნება, დამელოდეთ. მალე მოვალ და ნანუკას შტაბში, თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები