LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სად წავიდა პენსიები? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?” – აქცია სამეგრელოში

261
BeFunky-collage (48)

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს და მერაბ ქვარაიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პარლამენტში პროპორციული არჩევნების ჩაგდების ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ის იყო. აქციის მონაწილეების სურვილი იყო ბიუროში შესვლა და განცხადების დატოვება, რისი შესაძლებლობა მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

მოძრაობის წევრებმა ზუგდიდელი დეპუტატის ბიუროს კედლებზე სტიკერები დატოვეს წარწერით: „სად არის პენსიები? ჩიტმა წაიღოო? ჰაერმა? რა ვითარებაა? “, „მონა“, „შეცვალე“ და ა.შ.

,,ხელი ვატაკე ჩანთას ინსტინქტულარულად, არ დამღუპო ნინო-მეთქი”- დედამთილი, რომლის საჩივრის საფუძველზეც რძალი დააკავეს (ვიდეო)

„მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელმაც პროპორციული არჩევნები ჩააგდო. ისიც მონაა, როგორც სხვები… ჩვენ გვინდოდა გადაგვეცა სიგელი ნეპოტიზმისთვის, რისი საშუალებაც არ მოგვცეს“, – ამბობს „შეცვალეს“ წევრი ეკა სამუშია რადიო “ათინათთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება მერაბ ქვარაიას ბიუროს, აქ აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს ოფისში შეჭრა სურდათ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

„აქ იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც ვუწევდით დახმარებას და ამ ფორმით აქ მოსვლით ხელი შეეშალა სამუშაო პროცესს. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათგან ერთი პირი შემოსულიყო, თუმცა მათ ეს არ ისურვეს. მათ უნდოდათ პროვოკაციულად შემოსულიყვნენ და ისე დაეტოვებინათ განცხადება. ყველას ერთად სურდა შემოსვლა და პროვოკაციის მოწყობა ბიუროში, რისი საშუალებაც არ მივეცით“, – განმარტავს ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი ბაღათურია ადგილობრივ მედიასთან.

დაპირისპირება ჩხოროწყუში – “შეცვალეს” აქტივისტების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ხობშიც გამართეს იგივე შინაარსის აქცია. მათ დეპუტატი დაჩი ბერაია ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა ბიუროს კედლებზე გააკრეს წარწერები: „დაჩი მათრახს არ დაირტყამსო“;  „მოაჯექი ბიძინას ცხენს და გაქუსლე“ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები