LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დავსაქმდეთ – გადახედეთ სექტორებს, რომლებშიც საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასებია

95
thumb

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • მშენებლობა – 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით)

2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები