LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

14312
BeFunky-collage (2)

წელს სტუდენტი 28740-ი აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტები  სოციალურ ქსელში საკუთარ შედეგებს აქვეყნებენ და მათ მშობლებთან ერთად მილოცვებს იღებენ.

ახალ სტუ­დენ­ტებს შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც. როგორც მათი ფეისბუქგვერდის საჯარო პოსტებიდან ირკვევა, ბევ­რი მათ­გან­ი სწავ­ლას სამ­შობ­ლო­ში გა­ნაგ­რძობს.

გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის პოსტს.

ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილმა, რომელმაც 53-ე სკოლა დაამთავრა, კავკასიის უნივერსიტეტში ჩააბარა. ისევე როგორც მსახიობი, ასევე თავად ევაც უამრავ მილოცვებს იღებს.

მომავალი ჟურნალისტი იქნება, მამა პეტრე კოლხის ქალიშვილი, მარიამ კვარაცხელია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

 

სტუდენტი გახდა ქრისტი და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი. როგორც ირკვევა, ნათალია ყიფშიძემ მსახიობობაზე უარი თქვა და არჩევანი ციფ­რუ­ლი მე­დი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შეაჩერა . ცნობილი მოდელის შვილი, აღნიშნულ პროფესიას Gipa-ში დაეუფლება.

ცნობილი ბაბუის პროფესიაზე უარი თქვა ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რმაც. მო­დელ ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ვაჟ­მა, ნი­კუ­შა ნი­ნუ­ამ მსახიობის პროფესიის ნაცვლად,  ბიზ­ნე­სის სწავ­ლა არ­ჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები