LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების ინსპექტირება იწყება: რა რეგულაციები დადგინდა

366
149669

დღეიდან  საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების ინსპექტირება იწყება. ვინც რეგულაციებს დააკმაყოფილებს, ის იმუშავებს.

შემოწმების გასავლელად საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაცია.

 

სპორტული დარბაზები

ყოველ 6 კვ/მ-ზე ერთი ადამიანი დაიშვება;
საშხაპეები ტიხრებით უნდა გამოიყოს;
კარადები ერთის გამოტოვებით გამოიყენონ;
პირსახოცები ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვებია მოვარჯიშეთა რაოდენობაზე – ჯგუფში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.

სპორტდარბაზებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას. სავალდებულოა პერიოდული განიავება.

 

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება: საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შემსუბუქებების გადაწყვეტილება მიიღო

 

საცურაო აუზები

ჩატარდება წყლის ლაბორატორიული კვლევა. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

ბაქტერიოლოგიური კვლევები უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ხოლო 10 დღეში ერთხელ უნდა ხდებოდეს სრული ლაბორატორიული კვლევა.

ამასთან, წყლის 10 პროცენტით განახლება ყოველდღიურად სავალდებულო აღარ იქნება. მოთხოვნა იქნება 24 საათში 5 პროცენტი, როდესაც მოხდება წყლის განახლება.

საცურაო აუზები ორშაბათიდან იხსნება – რა წესები უნდა დაიცვან მომხმარებლებმა

ინსპექტირება განხორციელდება შრომის ინსპექციის მხრიდან. ვინც დადებით დასკვნას ვერ მიიღებს, მიეცემათ გონივრული ვადა დარღვევების აღმოფხვრისთვის და თავიდან შეუძლიათ მოითხოვონ ინსპექტირება, რათა თავიდან გადამოწმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები