LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქარი ცხინვალისგან: ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

143
556C782B-98CD-493D-8B76-0521FB85952D-cx0-cy14-cw0-w1023-r1-s

ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Эхо Кавказаავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ ქუჩას ადრე მოსკოვის ქუჩა ერქვა. გამოცემის ცნობით, ქუჩაზე, რომელსაც პუტინის სახელი ეწოდა ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი მოეწყობა და “დიდების ხეივანი” გაშენდება.

„დღეიდან ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს იუბილარია. ის დაბადების დღის აღსანიშნავად, გუშინ ციმბირის ტაიგას ეწვია. როგორც ამბობენ, მას შემოდგომის ბუნება ძალიან უყვარს.

იუბილარი პუტინი დაბადების დღეს ველურ ბუნებაში ატარებს [ვიდეო]

უკვე მეოცე წელია 67 წლის პუტინი დაბადების დღეს, ქვეყნის მმართველის პოსტებზე აღნიშნავს. როგორი იქნება მომდევნო დაბადების დღე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები