LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა, ცხედარი კი სათავსოში გადამალა

239
89898

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ჯ.კ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერეში, სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 1969 წელს დაბადებული გ.კ ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, არასრულწლოვანმა მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში დამალა. უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

როგორც მეზობლები ყვებიან, შვილმა მამას მძინარეს ესროლა, ცხედრის გადამალვის შემდეგ მისი “ძებნა” კი ოჯახის წევრებთან და მეობლებთან ერთად გააგრძელა.

“შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნასვამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის „მოძებნა“ ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

გამოიება სსკ-ის 109-ე მუხლის ე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები