LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საჭიროა ქალმა გააცნობიეროს, რომ ურთიერთობაში მსხვერპლია და გააგრძელოს ცხოვრება მოძალადე პარტნიორის გარეშე” – მაგდა ფერაძე

1396
7rchevafsiqologisgan

როგორ ამოვიცნოთ მოძალადე პარტნიორი და რატომ ყალიბდებიან მოძალადეებად – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

როგორც წესი, როდესაც ვსაუბრობთ მოძალადე ადამიანზე, ჩვენ ავტომატურად ვგულისხმობთ ფსიქოპათებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ. ძალადობა მათ სიამოვნებას ანიჭებთ, ასეთი ადამიანი განიცდის ლატენტურ სურვილს იყოს ვინმესთვის საჭირო. როგორც წესი ამ ადამიანებს საკუთარი თავის მიუღებლობა აქვთ. მეტიც, ცდილობენ საგულდაგულოდ დამალონ საკუთარი განცდები. ფსიქოპათია გულისხმობს სიყვარულის და ემპათიის უნარის არქონას. როგორც წესი მოძალადეები კარგად ინიღბებიან, თუნდაც სიყვარულის სახელით.

მოძალადესთან ურთიერთობა გულისხმობს ტოქსიურ ურთიერთობას, რაც უკვალოდ არ ქრება. მითუმეტეს თუ ურთიერთობა ხანგრძლივია. უარყოფითი, ჩახშული ემოციები სომატიზირდება სხეულში, რამაც ადამიანი შესაძლებელია ონკოლოგიამდეც კი მიიყვანოს. ქალები, რომლებიც განიცდიან ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, დროთა განმავლობაში უყალიბდებათ დანაშაულის გრძნობა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, სომატოფორმული აშლილობები.

გარემოებები, რამაც შეიძლება ქალი მსხვერპლი გახადოს, ინდივიდუალურია, მაგ: მხარდაჭერის არქონა, საზოგადოებრივი აზრი, დაბალი თვითშეფასება და სხვ. ხშირად ამ მიზეზებს მოძალადის შებრალებაც ემატება.

მოძალადეები, ისევე როგორც ფსიქოპათები, ხშირად მიმართავენ მანიპულაციას. ასევე ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ მსხვერპლზე, დაუწიონ თვითშეფასება და ა.შ. არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადამიანი მოძალადე ხდება, მიზეზი ბევრია მაგ: ადამიანები, რომლებიც ხდებიან მოძალადეები ხშირად თავად იყვნენ ძალადობის მახვერპლნი. ასევე, დამოკიდებულების პათოლოგია, ეჭვიანობა, აგრესია, უმუშევრობა, არარეალიზებული სურვილი და მოთხოვნილებები და ა.შ.

ყველაზე მთავარი ტოქსიური ურთიერთობიდან გამოსვლაა, ამისათვის საჭიროა ქალმა გააცნობიეროს და აღიაროს საკუთარ თავთან რომ მსხვერპლია და გააგრძელოს ცხოვრება მოძალადე პარტნიორის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები